სტატისტიკა |
ყველა ერთად საიტზე 1 სტუმარი 1 დარეგისტრირებული 0 |
| მთავარი » :თ:ა:მ:ა:შ:ე:ბ:ი
წელი: 2008 ჟანრი: Arcade სტუდია: M.U.G.E.N. ინტერფეისის ენა: ინგლისური პლათფორმა: PC თამაშის შესახებ: ეს არის ძველი დროის ძალზედ სასიამოვნო და გასართობი ჟანრის თამაში, სადაც შემქმნელმა გააერთიანა ორი პოპულარული თამაშის Mortal Kombat და Street Fighter-ის გმირები. თამაშში სულ 60 მეომარია: 32 Street Fighter-დან და 26 Mortal Kombat-დან. თქვენდა სასიხარულოდ თამაშში შეიყვანეს ისეთი გმირები, როგორებიც არიან Rembo და Orchid სერიიდან Killer Instinct. ახალი ვერსია გამოირჩევა საშუალო დონის გეიმფლეით, გრაფიკაც სტანდარტულია შესაბამისი სახეობის ჩხუბური თამაშებისათვის, რომელიც შექმნილია სტუდია M.U.G.E.N-ის მიერ…
|
ინფორმაცია თამაშზე: გამოშვების წელი: 2008 ჟანრი: FPS გამომშვები: Valve Software / Акелла პლატფორმა: PC ენა: რუსული აღწერა: Left 4 Dead – ეს არის კლასიკური survival-horror–ი, რომელშიც მოქმედება მიმდინარეობს თანამედროვე სამყაროში, რომელიც დაავადებულია სასიკვდილო ვირუსით. ერთობლივი გავლის რეჟიმში ოთხი გადარჩენილი დაიწყებენ ბრძოლას ზომბებთან და მუტანტ "ბოსებთან". თამაშში ხელმისაწვდომია 4 დიდი კომპანია, რომლებიც შეგიძლიათ გაიაროთ 1 ან 4 ადამიანით. თამაში შეიცავს 5 დიდ რუკას და გუნდისთვის საერთო ამოცანას. ზომბების პოპულაციას სხვადასხვა ტურებში განსაზღვრავს თამაშის ხელოვნური ინტელექტი. იგი შეისწავლის მოთამაშის მოქმედებებს და თამაშის მიმდინარეობის დროს განსაზღვრავს გადარჩენის ახალ პირობებს მოთამაშის შესაძლებლობის მიხედვით
|
> მსოფლიოში ერთერთი მაგარი თამაში... ითამაშეთ ძააან მაგარიააა! და კიდე ვოვს ბევრად ჯობია shegvidzlia vitamashot mxolod online shi
|
სულ რაღაც 1 წამის წინ ბურთი თქვენ გქონდათ მოედნის ერთ მხარეს, ახლა კი ის მოწინაამღდეგის კალათშია. ფიქრობთ ეს ფოკუსია? წლოობით დამღლელ ვარჯიშებს შეუძლია ერთი ჩვეულებრივი ბიჭი დიდი ვარსკვლავად აქციოს. აი ამიტომ გვიყვარს კალათბურთი.აქ დრო ყველაზე დიდ მნიშვნელობას იძენს, წამის მეასედებში ხდება მთელი თამაშის ბედის გადაწყვეტა. ყოველი ბურთის ჩაგდებას, აუცილებლად მოყვება მაყურებელთა ოვაციები. ნუთუ თქვენ უარს იტყვით შემოთავაზებაზე, რომელიც შანსს გაძლევთ ითამაშოთ NBA-ს საკალათბურთო ლიგაში?
NBA 2K9 -ში ასეთი შანსი ყველას აქვს! საიუბილეო - მეათე ნაწილი -ლეგენდარული თამაშების სერიისა, რომელიც ტიტულებისა და ჯილდოების სიმრავლით გამოირჩევა უფრო რეალურს ხდის და სულ სხვა დონეზე აყენებს, კალათბურთის ვირტუალურ იმიტატორს. ჯერ კიდევ გუშინ, ასეთი გრაფიკა, კლუბებისა და მოთამაშეების სიმრავლე, ფანტასტიკის სფეროს მიეკუთვნებოდა, დღეს კი ეს ყველაფერი რეალურია...და აი თქვენ აღარ ზიხართ კომპიუტერის ეკრანებთან, არამედ დარბაზის ცენტრში დგეხართ, უამრავ მოწინაამღდეგეს შორის მოქცეული,ბურთი კი მტკიცედ გიჭირავთ ხელში, წინ მოწინაამღდეგის გუნდია, დროა ყველას აჩვენოთ, რა არის ნამდვილი თამაში.
თამაშის თავისებურებანი: - ყველაფერი კონტროლს ექვემდებარება. აქამდე გამოყენებული მართვის მეთოდი კიდევ უფრო დაიხვეწა და მიუახლოვდა იდეალურს. ახლა უკვე ბურთის სტყორცნის მიმართულება შეგიძლიათ განსაზღვროთ ჰაერშივე, წამის მეასედებში. - ძლიერი მოწინაამღდეგები. წავიდა ის დრო როდესაც, ერთი და იგივე ტაქტიკას ადვილად მოჰქონდა ქულები. მოწინაამღდეგე გუნდი ყურადღებით აკვირდება თქვენს ყოველ ნაბიჯს და შესაბამისად ცვლის თავის ტაქტიკას. იეშმაკეთ, გააკეთეთ მოსატყუებელი მანევრები, გამოიყვენათ მოწინაამღდეგე წონასწორობიდან - მხოლოდ ესე შეიძლება მოგება. თქვენი გუნდის კალათბურთელები კი უფრო ყურადღებიანები გახდნენ - ისინი მზად არიან თქვენი წესებით ითამაშონ. - მთლიანი მსგავსება. როსედაც დაიწყებთ ნებისმიერი მატჩის თამაშს NBA 2K9-ში, თქვენ დარწმუნებული იქნებით რომ რეალურ საკალათბურთო ლიგაშიც მატჩი ესე დაიწყებოდა. ფორმა, კალათბურთელები, ცნობილი სპორტული ბრენდები - თამაში ამ ყველაფერს რეგულარულად ანახლებს და უფრო ამსგავსებს რეალურს. თუ რეალურ საკალათბურთო სამყაროში მოთამაშე ერთი კლუბიდან გადადის მეორეში, მაშინ ყველაფერის ზუსტად ესე ხდება NBA 2K9-შიც. - დახვეწილი გრაფიკა. დაუჯერებლად ცოცხალი სახეები მოთამაშეებისა, აგრეთვე ფორმისა და სხვა საკალათბურთო ატრიბუტების მსგავსება, მატჩს ნამდვილ სატელევიზიო ტრანსლაცია გარდაქმნის. - ნაცნობი ხმები. კომენტატორის ”როლში” გამოდის NBA-ს ფანებისთვის კარგად ნააცნობი კლარკ კელოგი და ჩერილ მილერი. ისინი საინტერესოდ და მხიარულად მოგითხრობენ, მოედანზე არსებულ სიტუაციას. - მსოფლიო აღიარება. კოლექტიური თამაში - ეს არა მხოლოდ მოწინაამღდეგებთან გამკლავების ხერხია, არამედ შანსიც აჩვენოთ ყველას თქვენი ”ფასი”. მოგიწევთ ყველა დონის გავლა, რათა იქცეთ სუპერვარსკვლავად.
|
ამ ნაწილში თამაშისა მიემგზავრებით ხანჯლის საძებრად ,თქვენ მოგიწევთ მოხვედრა 17 განსხვავებულ ტურში როგორიცაა ვენეცია ტიბეტი და ა.შ.გიჩნდებათ ახალი იარაღები: წყლის თოფი, М-16 და სხვა. აგრეთვე თამაშში შეგიძლიათ მართოთ ბურანები და კატერები… პაროლი არქივზე:file.ge
|
თამაშის აღწერა: რთული გზები, ძლიერი მანქანები, გზების თამამი და თავისუფალი არჩევა - ეს ყველაფერი ერთადაა თავმოყრილი თამაშში “Ford Racing: Off Road”. მოთამაშეს საშუალება ეძლევა აღმოჩნდეს იმ 18-მდე უძლიერესი მანაქანის საჭესთან, რომელიც შექმნილია Ford და Land Rover ლიცენზიის თანახმად და მართოს ის თავის გემოზე, რათა მოიპოვოს გამარჯვება. თამაშში შეტანილია რამოდენიმე სახის გზები ესენია: უდაბნოები, ტყეები, დათოვლილი მთების გზები. თამაშის დროს შეგიძლიათ აკრიფოდ ბონუსები, რომელიც შეგხვდებათ გზებზე და ამით განაახლოთ თქვენი დაზიანებული მანქანები. თამაშს გააჩნია შესანიშნავი გრაფიკა და საშუალო დონის გეიმფლეი…
|
თამაშის ახსნა: სამ განზომილებიანი სათავგადასავლო დემო ვერსია ლომი ალექსის, ზებრა მარტის, ჟირაფი მელმანისა და ბეგემოტი გლორიის თავგადასავლების შესახებ. სიუჟეტი სათავეს იღებს კეტილი მულტფილმი მადაგასკარის პირველი ნაწილის დამთავრებიდან. ცდილობენ რა დაბრუნდნენ ნიუ-იორკის ზოოპარკში, მეგობრები ნახულობენ ახალ თავგადასავლებს და აღმოჩნდებიან აფრიკაში... უკვე ახლა შეიძლება ითქვას რომ ვერსია გამოვიდა არც თუ ურიგო სხვა თამაშებთან შედარებით.
|
ახსნა: GTA berlin ყველაზე ცნობილი მასშტაბური კონფიგურაციაა DGTA San Andreas-სი. ამ თამაშის შემქმნელებმა დიდი ძალისმევა და დრო დახარჯეს რათა შეექმნათ მაღალი ხარისხის ვირტუალური კოპიო ქალაქ ბერლინისა. იმის გამო რომ შეცვლილია მოქმედების ადგილი შეცვლილია გმირები, მანქანები იარაღები. დამათებულია უამრავი სიახლე თამაშის მიმდინარეობაში.(ის მანქანების ბაზრობა არის საიდანაც ქართველებს ჩამოყავთ მანქანები :D ) დასახელება:Grand Theft Auto - BERLIN
ჟანრი: სიმულატორი, მოქმედებითი დაწვრილებით წაიკითხე მეტი...
| |
|